მთავარი

 

 


დასაწყისი
დასურათება
გახმოვანება
დასაწყისი
1
რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა, ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მისმიერითა.
ზემოდან
სული მისცა, სულიერი გახადა
მისგან შექმნილი, მისეული
2
ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა.
შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა!
მომეც მიჯნურთა სურვილი სიკვდიდმდე გასატანისა,
ცოდვათა შემსუბუქება, მუნ თანა წასატანისა!
სიკვდილამდე გასაყოლად
იქ (იგულისხმება საიქიო ცხოვრება)
თან წასაღების
3
ვის ჰშვენის, ლომსა, ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა
მეფისა მზის თამარისა ღაწვ-ბალახშ, თმა-გიშერისა,
მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა შე-რისა.
მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ, მიშერისა.
ხმალი
საუკეთესო ლალი
ტკბილეული
ჯერ-არს, საჭიროა
ველური თაფლისა
4
თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული,
ვთქვენი ქებანი ვისნი მე, არ ავად გამორჩეული.
მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული,
ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.
კარგად გამორჩეული; კარგად შერჩეული სიტყვებით გამოხატული
(გულის) გამხევი, ნახევი ჭრილობის გამჩენი
5
მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,
ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა,
ბროლ-ბალახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა.
გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა.
ტუჩი
6
აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება,—
ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება;
მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება,
მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება.
ახლა
შენგან
იმ სამ მნათობისებრ გმირს
ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი, ერთმანეთს საჭიროებენ
7
მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის ცრემლი გვდის არ-შეშრობილი;
მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი!
დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარ-სობილი,
აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.
ქვეყნის გაჩენიდან
ვინ იქნებოდა?
8
ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,
ვით მარგალიტი ობოლი, ხელის–ხელ საგოგმანები,
ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები.
ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმან ნები.
ხელიდან ხელში გადასაგორებელი
საყოყმანო
გამხელებელმა
დამსაჯოს, გამიკითხოს თავისი ნებისაებრ
9
მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი;
ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი.
დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი;
ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი!
სიშმაგით, სიშმაგის გამო
მუდმივი ჯარი; მუდმივი ჯარის მებრძოლი
ვშმაგობ, გახელებული ვარ
აქ; ისევ
სამარისა
10
თვალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა;
აჰა, გული გამიჯნურდა, მიჰხვდომია ველთა რბენა!
მიაჯეთ ვინ! ხორცთა დაწვა კმარის, მისცეს სულთა ლხენა.
სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა.
ინატრონ
კვლავ ახელა, სინათლის დაბრუნება
შეჰხვედრია, წილად ჰხვდომია
გამომექომაგეთ ვინმე, შემიწყალეთ ვინმემ!
სამხმოვან სიმღერას (ან: სიმღერებს)
დიაღაც რომ(?)
ლექსთა მიწოდება, სიტყვების მიცემა უნდა
11
რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს:
მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;
კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს,
არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვათა უწუნობდეს.
ამბობდეს
მუდამ
მამაცობდეს
12
შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,
საღმრთო საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი.
კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი;
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.
აგრეთვე
ამიტომ
13
ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,
მობურთალსა—მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,
მართ აგრევე მელექსესა ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა,
რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა.
რბენინება
გაუჭირდეს, გაუძნელდეს
14
მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა,
რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა.
არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა,
ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.
როცა ვეღარ იპოვის, ვეღარ დაიმორჩილებს სიტყვას
ცხენბურთის სათამაშო იარაღი
15
მოშაირე არა ჰქვიან, თუ ვინმე თქვას ერთი, ორი;
თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;
განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი,
მაგრა იტყვის, “ჩემი სჯობსო”, უცილობლობს, ვითა ჯორი.
სრულებითაც
ჯიუტობს
16
მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა,
არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა.
ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა:
დიდსა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.
შეუძლიათ
დასრულება
უსარგებლო, ცუდ-უბრალო
წესად, ჩვეულებად აქვთ
17
მესამე ლექსი კარგი არს სანადიმოდ, სამღერელად,
სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად;
ჩვენ მათიცა გვეამების,რაცა ოდენ თქვან ნათელად.
მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.
გასამასხარავებლად, ხუმრობით გასაკილავად
რაც კი
18
ხამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს,
ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს,
ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს,
მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენამუსიკობდეს.
საჭიროა, ჯერ-არს, უნდა
აფუჭებდეს, აუქმებდეს, აფერხებდეს
ჰყავდეს, ეგულებოდეს
მის გარდა
ნურაფერი
19
ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;
ესე მიჩს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია!
იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო, ვითა ჯიქია;
მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.
შეიტყეთ!
დამიმცირებია, დამიგმია, გამიბიაბურებია
ლეოპარდი, პანტერა
ქვემოთ
20
ვთქვა მიჯნურობა—პირველი და ტომი გვართა ზენათა,
ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა;
იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.
გამოსათქმელი, გამოსახატი
ზეციური, ზეცისკენ მიმართული
მოთმინება ჰქონდეს
21
მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან,
ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;
ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან;
მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდენ არ სიძვენ, შორით ბნდებიან.
მისწვდებიან, ეწევიან
დაიღლება
შეწუხდებიან
ვიტყვი, აგიწერთ „ქვენა” ანუ მიწიერ გრძნობებს
ეხებიან, ეკუთვნიან
მხოლოდ
გონებას კარგავენ, იბნიდებიან
22
მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა,
მით, რომე შმაგობს მისისა ვერ-მიხვდომისა წყენითა;
ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა,
კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედა ფრფენითა.
იმიტომ, რომ
ვერმიახლოების, სატრფოსთან თავისი მიზნის ვერმიღწევის
ღმერთთან სიახლოვე
იღლება, ძალას ხარჯავს ზეცისკენ სწრაფვაში
ხოლო
დაბლა, ამ ქვეყნად აქვს
23
მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა,
სიბრძნე, სიუხვე, სიმდაბლე, სიყმე და მოცალეობა,
ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.
ვის ესე სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.
როგორც
24
მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი;
იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,
ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა, გესმას ჩემი ნაუბარი!
ზეციური „იდეა”
გარყვნილება, სქესობრივი აღვირახსნილობა
უძევს, გავლებული აქვს
ნათქვამი
25
ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,
რა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,
გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში;
მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში.
უნდა, საჭიროა
გამტანი, ერთგული
ოხვრა, ვაება, კვნესა
მკაცრი, უკარებელი
შეჰხვდეს
პირქუში, უღიმღამო, გულჩათხრობილი
26
მას ცოცხალი ნუ ელევის, რაცა პირველ შეუყვარდეს,
ნუცა ლხინსა აუზვავდეს, ნუცა ჭირსა შეუზარდეს;
მისთვის დათმოს ყველაკაი, მისთვის ველთა გამოვარდეს,
ნურა ჰგავა, სოფელიცა მისი კერძი გარდაქარდეს.
გაუთამამდეს
შეუშინდეს
ყოველივე
ნუ ენაღვლება, ნუ დაეძებს
27
ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა,
დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა;
ესე მღერასა ბედითსა ჰგავს, ვაჟთა ყმაწვილობასა.
კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა.
უწოდებს
მოთმინებას
თამაშს
ამაოს, ცუდ-უბრალოს
ვინც ქვეყანას დათმობს, ვინც სატრფოსთვის ყველაფერს გაწირავს
28
არს პირველი მიჯნურობა არ-დაჩენა, ჭირთა მალვა,
თავის-წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა,
შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა,
დათმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.
აქ: საუკეთესო
მარტოობაში
მუდამ ჰქონდეს
ფიქრიანი განმარტოება
აალება, წვა
მოითმინოს
29
ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს,
არ ბედითად "ჰაის" ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს,
არსით აჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს,
მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.
საჭიროა, ჯერ-არს
გულისნადებს
ტყუილად, ამაოდ
შვრებოდეს
ოხრავდეს
სატრფოს
არცხვენდეს
მიაჩნდეს
30
მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჩივნოს?
ამის მეტი რამცა ირგო: მას ავნოს და თვითცა ივნოს!
რათამეღა ასახელოს, რა სიტყვითა მოაყივნოს!
რა ჰგავა, თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს.
გონზე მყოფი, არაშმაგი
გათქვას
რას ირგებს, რას მოიგებს?
რაღათი ასახელებს, რაღათი შეუძლია ასახელოს?
შეარცხვინოს
რა ენაღვლება?
31
მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა:
ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარი მისთვის წყლულსა?!
თუ არ უყვარს, რად არა სძულს? რად აყივნებს, რაცა სძულსა?!
ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.
არცხვენს
დაჭრილსა
32
თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების;
სიარული, მარტოობა ჰშვენის, გაჭრად დაეთვლების;
იგონებდეს, მისგან კიდე ნურად ოდეს მოეცლების,
არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცთა ეახლების.
შეიძლება ტირილი მოვუწონოთ, ტირილისათვის არ დავგმოთ
ჩაეთვლება
მის გარდა
შეეტყოს
ადამიანებთან იქნება
ნიკოლოზ სამსონაძე, 6 წ. - თბილისი
 
1
ირინა ნანეიშვილი, 7 წ. - თბილისი
 
1
გიორგი ჩიხლაძე, 6 წ. - თბილისი
 
1
ანა ბეგიაშვილი, 7 წ. - თბილისი
 
1
ელენე რაფავა, 7 წ. - თბილისი
 
1
ქეთი სუჯაშვილი, 9 წ. - გერგეტი
 
 
1
თიკო მახნიაშვილი, 7 წ. - თბილისი
 
1
რატი ბოღლოცაშვილი, 10 წ. - თბილისი
 
1
ტიკო მახნიაშვილი, 8 წ. - თბილისი
 
1
ლუკა სუჯაშვილი, 7 წ. - გერგეტი
 
1
ნიკა სახიაშვილი, 8 წ. - თბილისი
 
1
ქეთი სუჯაშვილი, 9 წ. - გერგეტი
 
1
თიკო ნაცაური, 6 წ. - თბილისი
 
1
ანა ბეგიაშვილი, 9 წ. - თბილისი
 
1
ალეკო მჭედლიშვილი, 8 წ. - ნიქოზი
 
1
ნატო შუშანია, 6 წ. - თბილისი
 
1
თომა ბეგიაშვილი, 5 წ. - თბილისი
 
1
მარიამ ლომსაძე, 9 წ. - ნიქოზი
 
1
მარჯანი ჯუითაშვილი, 6 წ. - ფერეიდანი
 
1
ქეთი სუჯაშვილი, 9 წ. - გერგეტი
 
1
ქეთი სუჯაშვილი, 9 წ. - გერგეტი
 
1
ქეთინო ყავრელიშვილი, 9 წ. - კოთელია
 
1
ვანო ჩხიკვაძე, 14 წ. - გორი
 
1
დათა მორბედაძე, 6 წ. - თბილისი
 
1
ეთერი კაზალიკაშვილი, 11 წ. - ყაზბეგი
 
1
ტასო ბეგიაშვილი, 5 წ. - თბილისი
 
1
თინიკო თავაძე, 6 წ. - ფერეიდანი
 
1
თომა ბეგიაშვილი, 4 წ. - თბილისი
 
1
ანა კორაშვილი, 10 წ. - ნიქოზი
ჯემალ ნათენაძე, 10 წ. - გოგაშენი
სესილი ციმინტია, 9 წ. - წალენჯიხა
სანდრო ხულელიძე, 8 წ. - გერგეტი
მერი კანდელაკი, 11 წ. - ნიქოზი
მარიამ გულედანი, 12 წ. - ლენჯერი
მარიამ გულედანი, 12 წ. - ლენჯერი
გურამ მახარაშვილი, 9 წ. - ნიქოზი
გურამ მახარაშვილი, 9 წ. - ნიქოზი
ელენე იმედაშვილი, 10 წ. - თბილისი
ანა კორაშვილი, 10 წ. - ნიქოზი
ანა კორაშვილი, 10 წ. - ნიქოზი
ანა ჩართოლანი, 7 წ. - მესტია
მერი კანდელაკი, 11 წ. - ნიქოზი
ანა კორაშვილი, 10 წ. - ნიქოზი
გურამ მახარაშვილი, 9 წ. - ნიქოზი
ელენე იმედაშვილი, 10 წ. - თბილისი
ირაკლი ჩქარეული, 11 წ. - თბილისი