სახელოსნო

 

 


როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა
თავი 3. როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა
შინაარსი
სცენები
74
დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი,
ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბალახშოსანი,
პირ-ოქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი,
მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.
ტანადი, ნაკვთიანი
შროშანი
წითელი მოსილი, ჩაცმული, შემოსილი
კანთეთრი და ბაგეწითელი
ქსოვილისაგან დამზადებული რიდე, თავ-კისრის მოსასხამი
ცხენოსანი
75
შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს,
მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყად გარე შემოჰკრვიდეს;
ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს,
ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს.
ირგვლივ
გარშემო შეეკრათ.
ჯარი, ჯარისკაცები
ხოცავდნენ, ახვედრებდნენ
76
უბრძანეს: “მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა,
მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა,
ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა!”
დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლგნით მინდორთა კიდითა.
იარეთ.
მაგარი, ძნელი მოსაზიდი
მონარტყამს
ყველა მხრიდან
კიდიდან, ნაპირიდან.
77
მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ–მიუწვდომელი:
ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლად მხლტომელი.
მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი!
აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშვრომელი!
გარეული ვირი
გამოედევნენ
სანახავად აჯობებდა
დაუღალავი.
78
ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს,
მიჰხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს,
რა ისარი დაელივის, მონანი–ყე მიართმიდეს.
მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.
ცხენის ფლოქვებისგან აყრილი მიწა
ასხამდნენ.
დაჭრილნი
დგამდნენ.
79
იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს,
დახოცეს და ამოწყვიდეს, ცათა ღმერთი შეარისხეს,
ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს.
ავთანდილის შემხედველთა: “ჰგავსო ალვას, ედემის ხეს”.
გამოირეკეს.
80
იგი მინდორი დალივეს, მართ მათგან განარბენია.
მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია.
ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია.
იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია.
შეესწრნენ, შეეფარნენ
დაღლილნი
მოეშვნენ, ძალა გამოელიათ
თუმცა
ძლიერნი.
81
ერთმანერთსა, თუ “მე გჯობო”, სიცილით ეუბნებოდეს,
ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ დგებოდეს.
მერმე მოვიდეს მონანი, რომე უკანა ჰყვებოდეს,
უბრძანა: “თქვითო მართალი, ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს”.
ხუმრობდნენ
რომელნიც
ახლდნენ, დაჰყვებოდნენ.
პირფერობას, მაამებლობას ნუ დაგვიწყებთ.
82
მონათა ჰკადრეს: “მართალსა გკადრებთ და ნუ გემცთარებით;
მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისად დარებით.
აწვეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ, — ვერათ ვერ მოგეხმარებით, —
ვისგან ნაკრავნი გვინახვან მხეცნი ვერ წაღმა წარებით.
მოახსენეს.
შეცდომად ნუ ჩაგვითვლით
სრულებით
ამ წამშიც რომ დაგვხოცო
ჰგავხარ
83
“ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ათჯერ ოცია,
მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია:
არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია,
თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი გაგვიხოცია”.
მეტი.
რაც კი.
უსვრია.
გაგვიწმენდია
84
მეფესა ესე ამბავი უჩს, ვითა მღერა ნარდისა,
უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა,
აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა,
სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსლვა დარდისა.
ეჩვენება, მიაჩნია
თამაში
სიყვარული
ხუმრობს
85
იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა,
ლაშქართა შექმნეს მოდენა, მოდგეს უფროსნი ბზეთასა.
ახლოს უთქს მონა თორმეტი, უხმნესი სხვათა მხნეთასა.
თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა.
გასაგრილებლად, დასასვენებლად
ჩამოხდნენ ცხენებიდან, ჩამოქვეითდნენ.
ბზეზე უმრავლესნი
უდგათ
სხვა ძლიერებზე უძლიერესნი.
დილით ადრიანად სანადიროდ გამოვიდა თეთრ ცხენზე ამხედრებული უმშვენიერესი მთავარსარდალი ავთანდილი. მას ოქრომკედით (ოქროს ძაფით) მოქარგული წითელ-ძოწისფერი სამოსი შვენოდა, უძვირფასესი თვლებით მორთული ხმლის ქარქაში მოუჩანდა.
მეფე როსტევანიც ამხედრდა და სანადიროდ გამოვიდა. მინდვრის გარშემო ურიცხვი სპა (ჯარისკაცი) დაბანაკებულიყო; ნადირობის დაწყებამდე მეფე და ავთანდილი ერთმანეთს სროლაში ეჯიბრებოდნენ.
მეფემ თორმეტ მონას უბრძანა, თან ხლებოდნენ, მშვილდი და ისარი მოეწოდებინათ და დახოცილი ნადირი დაეთვალათ.
მარეკებმა (ნადირობისას ნადირის გამომრეკავი მსახურები) ნადირი გამოდენეს. ურიცხვი ირემი, გარეული თხა, კანჯარი, ქურციკი მინდორს მოეფინა.
დაიწყო ნადირობა - შეჯიბრი. მეფე და ავთანდილი ცხენდაცხენ ნადირს დასდევდნენ და ხოცავდნენ, თან ერთმანეთს ეუბნებოდნენ: მე გჯობივარო. მათი ცხენების ფლოქვებიდან აყრილი მიწა მზეს ფარავდა.
მონადირეებმა ნადირთა სისხლით მინდორი გააწთლეს და მაღლა ღმერთი განარისხეს.
მხეცებმა მინდორი გადაირბინეს და ტყეს შეეფარნენ. იქ მონადირეები ცხენებით ვერ გამოედევნებოდნენ, ამიტომაც ნადირობას თავი დაანებეს.
როსტევანი და ავთანდილი მოსასვენებლად წყლის პირას ჩამოსხდნენ. დამთავრდა შეჯიბრიც. მეფემ მონები მოიხმო და უბრძანა, სიმართლე ეთქვათ.
მონებმა ჰკადრეს, რომ მეფის დახოცილ ნადირს ავთანდილისას ვერ შეადარებდნენ, რადგანაც როსტევანის მიერ ნასროლი ისარი მიწით მოსვრილი ბევრჯერ აეღოთ, ხოლო ავთანდილისა კი - არა, რადგანაც იგი ნადირს ადგილზევე კლავდა.
ორივეს ერთად ათჯერ ოცი - ორასი, ნადირი დაეხოცა, მაგრამ ავთანდილს მეფეზე ოცით მეტი მოენადირებინა.
მეფეს ეს ამბავი ძლიერ გაუხარდა, თავისი გაზრდილის სიკეთე გულს უნათებდა. მოწყენა და ნაღველი გაუქრა.
დაასურათე - სანადიროდ გამოსული მოკაზმული ავთანდილი
დაასურათე - როსტევანისა და ავთანდილის შეჯიბრი შვილდისრით სროლაში
დაასურათე - ნადირობის სცენები...
დაასურათე - წყლის პირას ჩამომსხდარი როსტევანი და ავთანდილი. მონები ნანადირევს ითვლიან