სახელოსნო

 

 


ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა
თავი 30. ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა
შინაარსი
სცენები
677
იგი მუნით წამოსრული სევდამანცა განა მოკლა!
პირსა იხოჭს, ვარდსა აპობს, ხელი მისი გაამხოკლა;
სისხლსა მისგან დადენილსა მხეცი ყოვლი გაამლოკლა;
მისმან ფიცხლა სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.
დაბრუნებისა.
იქიდან.
სევდამ ლამის მოკლა.
იფხაჭნის, იხოკს.
მეტაფორული აღნიშვნაა ლოყისა.
(პირის) მხოკელად გახადა. აზრია: მოჰყვა და მოჰყვა ხელით პირის ხოკას. ტაეპის აზრია: ავთანდილმა ყველა მხეცი თავისი სისხლის მლოკველი გახადა.
სწრაფად.
678
მუნ მივიდა, სადა-იგი მისნი სპანი დაეყარნეს.
ნახეს, იცნეს, რაგვარაცა ჰმართებს, აგრე გაეხარნეს.
შერმადინსა ახარებდეს, ფიცხლა კაცთა თავნი არნეს:
”მოვიდაო, აქანამდის ვისთვის ლხინნი გაგვემწარნეს!”
იქ.
სადაც.
ჯარისკაცები, მეომრები.
დაეტოვებინა.
როგორც ეკუთვნის.
ასე.
გაუხარდათ.
ახარებდნენ; ახარეს.
სწრაფად.
კაცები წავიდნენ (მახარობლად შერმადინთან).
ვისთვისაც, ვის გამოც.
გაგვიმწარდა, გაგვმწარებოდა.
679
გაეგება, მოეხვია, ზედა დასდვა პირი ხელსა,
აკოცებდა, სიხარულით ცრემლსა ღვრიდა ველთა მრწყველსა.
ესე თქვა, თუ: “ნეტარ, ღმერთო, ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა?
მე ვით ღირს ვარ ამას, რომე თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა!”
ჰკოცნიდა.
ეს.
ნეტავი.
თუ.
რა ღირსი ვარ? როგორ ვეღირსე!
რომ.
გიყურონ.
ჯანსაღს, უვნებელს, ცოცხალს.
680
ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედა დასდვა პირი პირსა,
უბრძანა, თუ: “ღმერთსა ვჰმადლობ, შენ თუ ჭირად არა გჭირსა!”
დიდებულთა თაყვანის-სცეს, აკოცებდეს, ვინცა ღირს-ა,
ზარსა სცემდეს, უხაროდა უფროსსა და თუნდა მცირსა.
მოყმემ, რაინდმა (ავთანდილმა).
არაფერი.
შენ თუ კარგად ხარ, თუ არაფერი გიშავს.
დიდებულებმა.
აკოცეს.
ღირსია.
ზეიმობდნენ.
მცირეს, დაბალი საზოგადოებრივი მდგომარეობის კაცს; ან: უმცროსს.
681
მოვიდეს, სადა საყოფად სახლი დგა მუნ აგებული,
მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული.
მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმული, ლაღი, შვებული.
ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კლებული.
მოვიდნენ.
სადაც.
საცხოვრებლად.
იდგა.
სანახავად.
მთელი.
იმ ქალაქის კრებული, ანუ პატივსაცემ მოქალაქეთა საბჭო (მ. გაბაშვილი).
ნადიმი გამართა.
გამარჯვებული, წარმატებული.
მხიარული, გახარებული.
სუსტი, თავისი ამოცანის ვერმიმწვდომი ენა.
იმ დღის სიხარულს.
სრულებით.
682
შერმადინს უთხრა, უამბო ყოველი მისგან ნახული,
ანუ ვით პოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული.
ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალ-დაფახული:
”უმისოდ მყოფსა სწორად მიჩს ჩემთვის დარბაზი და ხული”.
ან.
როგორ.
იპოვა.
ის მოყმე.
მზედ მიჩნეული, მზესთან შედარებული.
იგულისხმება: თვალს.
თვალს უბინდებდა, ხედვას უშლიდა.
ლაპარაკობდა თვალების ხამხამით, თვალების ფახულით.
თანასწორად მიმაჩნია.
სასახლე.
ხულა, ქოხი.
683
მან ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა:
”შენი წასლვა არვინ იცის, რაცა მითხარ, აგრე ვქმენა!”
მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა, გაისვენა,
ცისკრად შეჯდა, გაემართა, დღე რა მზემან გაათენა.
ლაპარაკია შერმადინზე.
ყველაფერი.
იმ დღეს.
იქიდან.
დაისვენა.
დილას ადრე.
ამხედრდა.
684
არცაღა დაჯდა ნადიმად, არცა კვლა ქმნად ხალვათისა;
შერმადინ მახარობელი მივა მისლვისა მათისა.
ფიცხლა წავიდა, სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა.
მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მოკამათისა.
აღარც.
არც, აღარც.
მარტოობა. აქ: თავისთვის, მშვიდად მოსვენება.
მიდის.
ლაპარაკია ავთანდილზე. მრავლ. რიცხვი ავთანდილისათვის პატივისცემას გამოხატავს.
სწრაფად.
იარა.
იმ ლომს (ავთანდილს).
უხარია.
შემცილე, მეტოქე.
იმ მზის მეტოქისა (თინათინისა).
685
შესთვალა: “მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით!
ამა საქმესა ვიკადრებ შიშით, კრძალვით და რიდობით:
მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა ფლიდობით,
აწ ვცან და გაცნევ ყველასა, მოვალ შვებით და მშვიდობით”.
დიდებული, ამაყი.
იყავ! (ღმერთმა) გამყოფოს!
გამარჯვებით, ძლევით, წარმატებით.
ვბედავ.
სიფრთხილით, მოკრძალებით.
მორიდებით.
ვერაფრის ვერგამგები, ვერშემტყობი. ტაეპის აზრია: სანამ მოყმის ამბავს არ გავიგებდი, ჩემ თავს ფლიდს, უღირს კაცს ვეძახდი.
ახლა.
გავიგე.
გაგაგებინებთ.
მოვდივარ.
სიხარულით.
686
როსტევან — მეფე უკადრი, მორჭმული, შეუპოველი!
შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი:
”ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი”.
ბრძანა: “ვცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი”.
ამაყი, ამპარტავანი.
ძლევამოსილი, წარმატებული.
გალაღებული, თავისი ნების თავისუფლად განმახორციელებელი.
მოდის თქვენს წინაშე, თქვენთან წარმოსადგომად.
იმ ვინმე მოყმის.
ლაპარაკია მეფეზე.
გავიგე.
სათხოვარი, სავედრებელი.
ის, რასაც ვითხოვდი, რისთვისაც ღმერთს ვეაჯებოოდი.
687
თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა:
”ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა”.
იგი მით აკრთობს ელვასა, მზისაცა უთამამოსა,
მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაიამოსა.
უთხრა.
იმ დაუღამებელ ნათელს.
მოდის თქვენს (ან: როსტევანის) წინაშე, თქვენთან (ან: როსტევანთან) წარსადგომად.
სასიამოვნოს, სასიხარულოს.
ლაპარაკია თინათინზე.
ამიტომ, ამის გამო.
აციმციმებს, ასხივებს.
აქ: სხივი.
მზეზე უფრო თამამს, მზეზე უფრო ნათელს. ტაეპის აზრია: ამ ამბით გახარებული თინათინის პირისახე მზის შუქზე უფრო ძლიერ შუქს ასხივებს.
ლაპარაკია შერმადინზე.
საჩუქრები.
მისცა, დაასაჩუქრა.
ყველა მისიანები (იგულისხმება: შერმადინის მხლებლები).
სამოსელი უბოძა. მეფისაგან ქვეშევრდომის “შემოსვა” დიდი წყალობის ნიშნად ითვლებოდა.
688
მეფე შეჯდა, გაეგება ყმასა, მუნით მომავალსა;
ამას პირ-მზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა.
მიეგება, მოეგება მხიარული გულ-მხურვალსა,
დიდებულთა ჯარისაგან ზოგი ჰგვანდა ვითა მთრვალსა.
ამხედრდა.
იქიდან.
(ავთანდილი). ტაეპის აზრია: ავთანდილმა დაუმადლა მეფეს ეს პატივისცემა, თავი დავალებულად ჩათვალა.
689
რა მიეახლა, გარდახდა ყმა, თაყვანის-სცა მეფესა;
აკოცა როსტან, მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა;
გულ-მხიარულნი, შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა,
მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.
მიუახლოვდა.
ჩამოქვეითდა.
მდაბლად მიესალმა, ქედი მოუხარა.
სიხარული, ლხინი.
სიმრავლე, სიუხვე.
გახარებულმა.
უდარდელნი, მოხარულნი.
მიდიან.
სამეფო დარბაზში.
ყველა იქ შეკრებილს.
690
მას ავთანდილ თაყვანის-სცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა.
მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა.
პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა-ზესა.
სახლ-საყოფი არა ჰმართებს, ცამცა გაიდარბაზესა!
ლაპარიკია თინათინზე.
მდაბლად მიესალმა, ქედი მოუხარა.
იქ.
ღაწვებისა და შავი თმისა.
თინათინის თეთრი კანის აღმნიშვნელი მეტაფორაა
უფრო ნათელია, ვიდრე ზეციური სინათლე.
საცხოვრებელი.
არ შეეფერებათ, არ ეკუთვნით.
ცა უნდა გაიხადონ დარბაზად.
691
მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა;
ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა.
მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა — თოვა, ვარდსა — ნამა,
უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი, ვითა დრამა.
იმ დღეს.
დრო ნადიმობაში გაატარეს.
მოყმეს (ავთანდილს).
ორივეს.
მეტაფორის აზრი შეიძლება ორგვარად გავიგოთ: 1. როსტევანს ჭაღარა ამშვენებდა, ხოლო ავთანდილს - დაცვარული ვარდის ფერი. 2. ორივენი ტარიელის ბედს ტიროდნენ: მეფის ჭაღარა წვერს ცრემლი თოვლივით ეცემოდა, ავთანდილის ახალგაზრდა პირისახეს - ნამივით.
დრახმა, ფულის მცირე ერთეული.
692
სმა გარდახდა, თავის-თავის გაიყარნეს მსმელნი შინა,
დიდებულნი არ გაუშვნეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა,
მეფე ჰკითხავს, იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა,
მერმე, მისი, უცნობოსა, რა ენახა, რა ესმინა.
დასრულდა.
თავ-თავისთვის.
გაიყარნენ.
ლაპარაკია მეფეზე. მრავლ. რიცხვი მეფისადმი მოწიწების გამომხატველია.
მოყმე (ავთანდილი).
ეკითხება.
ეუბნება.
მოეთმინა, გადაეტანა.
ლაპარაკია ტარიელზე.
გონდაკარგულის.
693
“მას ვახსენებდე, ნუ გიკვირს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა!
მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი და ანუ მისისა სახისა,
ვინ უნახავ-ქმნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა;
ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა, შორს მყოფი, ახ, ის-ა!
მუდამ, განუწყვეტლად. ახ გლოვის გამომხატველი შორისდებულია.
მისი მსგავსებისა, მისი მინაგვანი რაიმესი ან ვინმესი. ტაეპის აზრია: მზეზე თუ ვიტყვი, მისი მსგავსია ან მისი მსგავსის მსგავსია-მეთქი.
ვინც. ტაეპის აზრია: (იგი) ყველა ადამიანთა მნახველის გონებასაც უნახავს ხდის, განაცვიფრებს.
ისაა.
694
რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან,
ქაცვი ლერწამმან, ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან;
ავთანდილ, მისმან მხსენებმან, ღაწვი ცრემლითა მინა, მან,
წვრილად უამბო ამბავი მან, მისმან მონასმინამან:
მოუთმინოს. აქ: შეარჩინოს.
მოუთმენელმა. აქ: არდამთმობმა, არშემრჩენმა.
ეკალი.
აქ: შესახედად.
დაიმსგავსებს.
მინანქარი.
მინანქარს (ალ. ჭინჭარაული).
მინა, მინად გახადა, მინასავით (მინანქარივით) გაანატიფა.
დაწვრილებით. მისმან მონასმინამან. იგულისხმება: ტარიელის თხრობის ნასმენმა; ავთანდილმა მეფეს უამბო ამბავი, რომელიც ტარიელისაგან მოისმინა.
695
“ქვაბნი ომითა წაუხმან, სახლად აქვს დევთა სახლები,
საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თანა ნახლები,
ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩს სტავრა-ნახლები,
აღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები”.
წაურთმევია.
სატრფოსი.
ახლავს.
არ უნდა, ფუჭად და უსარგებლოდ მიაჩნია. სტავრა-ნახლები ძვირფასი ქსოვილებია.
აღარ ნახულობს.
ქვეყანას, ადამიანებს.
696
რა დაასრულა ამბავი, საქმე მისისა ჭირისა,
ნახვა მის მზისა ნათლისა, მის თვალად არ დუხჭირისა,
ეამა ქება ვადისა, ხელით მძლედ დანამჭირისა,
ეგე კმა სიმხნე სიმხნისად, რადღა ხარ მომხვეჭი რისა!”
რომ დაამთავრა.
იმ ნათელი მზისა (ტარიელისა).
უსიამოვნო.
იმ სანახავად კარგის, მშვენიერის.
ესიამოვნა.
ძლიერად, ძლევამოსილად.
ნაჭერის, დაჭერილის. აზრია:ეამა (ავთანდილს), რომ ხელში მძლავრად დაჭერილი ხმლის ვადა უქეს, ვაჟკაცობა უქეს.
ეგ.
კმარა.
სიძლიერე. აქ: ვაჟკაცობა, მეომრული ქველობა.
მშოვნელი, მომპოვებელი (იგულისხმება: სახელისა). ტაეპის აზრია: ეგ სიმხნე სიმხნედ გეყოფა, ვაჟკაცობა ვაჟკაცობად გეყოფა, მეტი სახელი რაღა უნდა მოიხვეჭო?
697
გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა,
მას დღე იხარებს სმისა და ჭამისა არ-მოწყენითა,
კვლა საწოლს დაჰხვდა მის მზისა მონა სიტყვითა ბრძენითა:
მისლვა ებრძანა, ეამა, თქმა არ ეგების ენითა!
იმ დღეს.
ხარობს.
ისევ.
საწოლ ოთახში. დაჰხვდა (ავთანდილს).
იმ მზის (თინათინის).
არ იქნება, არ გამოვა, შეუძლებელია.
698
ყმა წავიდა მხიარული, ლმობიერი, არ გამწყრალი,
ლომი მინდორს ლომთა თანა მოარული, ფერ-ნამკრთალი,
ყმა სოფლისა ხასიათი, ჯავარ-სრული, მრავალ-წყალი,
მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი.
სიხარულისაგან გულმომბალი, გულაჩვილებული, სულიერად განაზებული.
ლომებთან.
აქ: ნავალი, ნამყოფი.
რაინდი, მოყმე.
ქვეყნის სიხარული, ხალისი.
ძვირფასი თვალი. აქ: ძვირფასი თვალისებრი მშვენიერება.
ძვირფასი თვლებისებრი სილამაზით სავსე.
ძვირფას თვალთა ელვარება.
უხვად მოელვარე, ბრწყინვალე, მშვენიერი.
მაგრამ.
იგულისხმება: ტარიელისათვის გული გაეცვალა, თავისი მისთვის მიეცა, მისი კი თავისთვის აეღო და ამიტომ უგულოდ, დაღონებით, იყო. გულისათვის, როგორც ჩანს, ნიშნავს: თავის გულში, თავის გუნებაში, თავისთვის. ავთანდილმა თავისთვის იცოდა, მაგრამ ჯერ სხვისთვის არ გაემხილა, რომ უცხო მოყმეს მეგობრობისა და მიხმარების ფიცი მისცა.
699
მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული, არ-ნადევრი,
წყლად ევფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი,
ბროლ-ბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი;
მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა, ხამს, აქებდეს ენა ბევრი!
იგულისხმება: თინათინი.
ამაყი, უკადრი.
ლაღი, ძლევამოსილი, უნაკლო.
დევნილი, დაჩაგრული.
ევფრატივით (მესოპოტამიის დიდი მდინარეა) უხვ წყალს.
სამოთხის ბაღი.
წერწეტი, ლამაზი. ტაეპის აზრია: თინათინის ტანი ისეთი მშვენიერი იყო, როგორც უხვად მორწყული წერწეტი ალვა.
საუკეთესო ლალი. ბროლ-ბალახშსა. მეტაფორა აღნიშნავს თინათინის თეთრ სახისკანსა და წითელ ბაგეებს.
ხშირი წარბები.
საჭიროა, უნდა.
700
ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა,
სხენან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყვისითა,
უბნობენ ლაღნი, წყლიანნი არა სიტყვითა მქისითა,
უთხრა: “ჰპოვეა, პატიჟნი ნახენ ძებნითა ვისითა?”
მოყმე.
წინ დაისვა.
სხედან.
ორივეს ხვედრი (ლხინი), ორივეს გულში დასადგურებული.
საუბრობენ.
საამო საუბრისა და ქცევის მქონენი.
უსიამოვნო, უჟმური.
იპოვე თუ არა? ა კითხვის გამომხატველია.
ტანჯვა, წვალება.
701
ჰკადრა: “რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა,
ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა!
ვპოვე ხე, ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა რწყულისა,
მუნ პირი, მსგავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერ-ნაკლულისა.
უთხრა., მოახსენა (ავთანდილმა).
რომ მისცემს. იგულისხმება: რომ შეუსრულებს.
საწუთრომ, ამ ცხოვრებამ.
არ უნდა, არაა საჭირო.
წარსულის, განვლილის.
მთელი ქვეყნის წყლით, უხვად. ტაეპის აზრია: უხვად მორწყული ხესავით მშვენიერი უცხო მოყმე ვიპოვე.
იქ.
მაგრამ.
ახლა.
702
მუნ სარო, მსგავსი ვარდისა, ვნახე, მისჭირდა, მი-, ნები”.
იტყვის: “დავკარგე ბროლი და სადა ჰრთავს ბროლსა მინები!”
მით ვიწვი, რათგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები”.
მერმე კვლა ჰკადრა ამბავი მან, მისგან მონასმინები.
იქ.
კვიპაროსი. წერწეტი ტანის აღმნიშვნელი მეტაფორაა.
გაუჭირდა, მი - ზმნისწინი ზმნისა “მისჭირდა”, განმეორებული აზრის გასაძლიერებლად.
ნება.
აზრი, როგორც ჩანს, ისაა, რომ ტარიელის ნებისყოფა - “ნება” - გასაჭირში აღმოჩნდა: ტარიელს თავისი მწუხარების დაძლევა აღარ შეუძლია.
ამბობს.
სადაც.
ახლავს, შერთულია.
მინანქარი. ტაეპის აზრია: უცხო მოყმე ამბობს, დავკარგე მინანქართან შეერთებული ბროლიო (პირთეთრი და ნაზკანიანი ნესტანი).
იმიტომ. მოუთმინები. შესაძლოა ორგვარი გაგება: 1. მოუთმენელი, აუტანელი, 2. შეუნელებელი, დაუდგრომელი.
ისევ.
უთხრა. მან, მისგან მონასმინები. იგულისხმება: ავთანდილმა თინათინს მისგან ერთხელ უკვე მოსმენილი ამბავი მეორედ უამბო.
703
სიარულსა მისგან ძებნად, სრულ პატიჟთა მოსთვლის, ჭირსა,
მერმე ჰკადრა, საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა:
”საწუთრო და სოფელს ყოფა, კაცი უჩსო, ვით ნადირსა,
ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების, მინდორს ტირსა.
თავის სიარულს.
საძებრად.
მთელ ტანჯვას, ყველა გასაჭირს.
უთხრა.
ქვეყნად ყოფნა.
ეჩვენება, ესახება, მიაჩნია. ტაეპის აზრია: ადამიანებთან ყოფნა მისთვის ისევე აუტანელია, როგორც ნადირისათვის.
მხოლოდ.
შმაგი, გახელებული.
მხეცებთან.
დადის.
704
“ნუ მკითხავ, ქება რა გკადრო, ჩემგან რა გაგეგონების!
მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების;
თვალი მჭვრეტელი, ვით მზისა ციაგსა, დაეღონების,
ვარდი შექმნილა ზაფრანად, აწ ია შეიკონების!”
გითხრა.
მე რას მიგახვედრებ? რას გაგაგებინებ?
აღარაფერი.
შემხედველი.
ელვარება, ნათელი.
ვერ გაუსწორდება სახედავად, მის წინაშე დაბრმავდება, დაუძლურდება. ტაეპის აზრია: იგი (უცხო მოყმე) თავის შემხედველს თვალს სჭრის, როგორც მზის ბრწყინვალება.
ქცეულა.
ახლა.
ვარდი ფერიანი პირისახის აღმნიშვნელი მეტაფორაა, ზაფრანა - გაყვითლებულისა, ია - გალურჯებულის. ტაეპის აზრია: უცხო მოყმეს პირისახე გაჰყვითლებია, გაჰლურჯებია.
705
წვრილად ჰკადრა, რა იცოდა, — რა ნახულად, რა ნასმენად:
”ვითა ვეფხსა, წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად, მენად;
ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად.
ვა, სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად!”
დაწვრილებით.
უთხრა.
რაც იცოდა.
ზოგი …ზოგი. ტაეპი შეძლება ასეც გავიგოთ: დაწვრილებით უამბო, თუ რა ნახა თვითონ და რა მოისმინა.
სახლად (სპარსული სიტყვაა).
ნდომა, სიყვარული, სწრაფვა.
როგორც ჩანს, უნდა ნიშნავდეს: გულის მოსაოხებლად, სანუგეშოდ.
სასიცოცხლოდ. იგულისხმება, რომ ასმათის ახლო ყოლა სასოწარკვეთილ ტარიელს სიცოცხლის შენარჩუნებას და ჭირთა მოთმენას უადვილებს.
წუთისოფელმა, საწუთრომ.
ყოველი, ყველა.
ცრემლი ადინა, ცრემლის დენა დააწყებინა.
706
ქალსა რა ესმა ამბავი, მიჰხვდა წადილი ნებისა,
განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა;
იტყვის: “რა ვუთხრა პასუხი მის სათნებლისა თნებისა?
რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?”
რომ გაიგონა.
აქ: აუსრულდა.
აუსრულდა ნატვრა, გულის წადილი.
თინათინის აღმნიშვნელი მეტაფორაა. ნავანები. იგულისხმება: კაშკაშა, უხვი ნათლით შემოსილი.
ამბობს.
ამება, ხათრის გაწევა, ვისთვისმე სასიამოვნო რამის გაკეთება. თინათინის სიტყვების აზრია: რა პასუხი გავცე უცხო მოყმეს იმისთვის, რომ ჩვენი სასიამოვნი (სათნებელი) საქმე გააკეთა, რომ თავისი ამბავი გვიამბო?
707
ყმა ეტყვის: “ვის აქვს მინდობა კაცისა მომცქაფავისა?
მან ჩემთვის დაწვა თავისა დადვა, არ-დასაწვავისა;
დრო დამიც ჩემგან მისლვისა, მითქვამს დადება თავისა,
მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა.
მოყმე (ავთანდილი).
ეუბნება.
მატყუარის, ტყუილად მკვეხარის.
გადაწყვიტა.
იგულისხმება, რომ თავისი ამბის თხრობით ტარიელმა თავი გაწირა, რადგან ამით მას მწუხარების ცეცხლი დაწვავდა.
დამიდევს. აქ: დამითქვამს, დამინიშნავს.
მისაჩნევისა. ტაეპის აზრია: ჩემგან მზედ მისაჩნევი თინათინის თავი დამიფიცავს.
708
ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული — გზად და ხიდად,
კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად;
აჰა, მაქვსცა უმისოსა ლხინი არმად, თავი — ფლიდად!”
უნდა, ჯერ-არს.
მეგობარი.
ჭირს თავი არ უნდა არიდოს.
აგრეთვე; ან: ხოლო.
მიაჩნდეს. ტაეპის აზრია: გამიჯნურებულმა კაცმა გამიჯნურებულ კაცს უნდა გაუგოს, მისი ტანჯვა დიდ ტანჯვად უნდა მიიჩნიოს.
აქ: მიმაჩნია.
უსამართლოდ, არაკუთვნილ სიკეთე-ბედნიერებად. ტაეპის აზრია: უმისოს, მასთან არმყოფს სიხარული არმად მიმაჩნია და ჩემი თავი - ფლიდად.
709
მზე ეტყვის: “მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა:
პირველ, შენ მოხვე მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა,
მერმე, ზრდა სიყვარულისა გაქვს, ჩემგან დანერგულისა,
ვპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა!
ლაპარაკია თინათინზე.
აქ: ამისრულდა.
ჯერ ერთი.
მეორეც.
დარგულის. ტაეპის აზრია: ვხედავ, რომ ჩემი სიყვარული არ გაგნელებია.
ვიპოვე, ვნახე.
710
აწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების:
ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების.
აქამდის ჭირი ჩემზედა, აწ ესე ლხინი უხვდების.
რათგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების?
წუთისოფელი, ცხოვრება.
ამინდი.
ზოგჯერ.
ახლა.
ეს. ტაეპის აზრია: აქამდის ჩემზე ჭირი იყო უხვად, ახლა ლხინია.
სიხარული, ლხინი.
წუთისოფელს, ცხოვრებას.
ვინმე.
თვითონ რატომ უნდა შეუწუხდეს ვინმე, მის პირისპირ სასოწარკვეთილებაში რად უნდა ჩავარდეს?
711
“შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა , ფიცისა.
ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა,
ძებნა წამლისა მისისა, ცნობა ხამს მართ უიცისა,
ჩემი თქვი, რა ვქმნა ბნელ-ქმნილმან, მზე მიმეფაროს, მი-, ცისა?
ფიცი, აღთქმა.
გახასიათებს, გჩვევია.
საჭიროა, ჯერ-არს.
შესრულება. აქ, როგორც ჩანს, იგულისხმება საქმით დამტკიცება.
გაგება, შეტყობა.
საჭიროა.
აქ: უცნობის, იმისა, რაც ამჟამად ცნობილი არაა. იგულისხმება: საჭიროა ტარიელის შველა, საჭიროა ნესტანის ადგილსამყოფელის გაგება.
მზე რომ მიმეფარება (იგულისხმება: შენ რომ წახვალ).
ზმნისწინი ზმნისა “მიმეფაროს”, განმეორებული აზრის გაძლიერების მიზნით.
712
ყმამან ჰკადრა: “სიახლითა შევჰრთე ჭირი შვიდსა მე რვა,
ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა,
ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა, მზისა წვერვა!
თუ გეახლო, ერთხელ ვა და, რა მოგშორდე, ათასჯერ ვა!
უთხრა.
სიახლოვით, შენს ახლოს ყოფნით.
მივუმატე.
ამაო, ფუჭი, უსარგებლო.
იგულისხმება, როგორც ჩანს, სიყვარულის შორით გაცხადება.
სხივი.
შესაძლებელია ორგვარი გაგება: 1. მიწაზე დაფენილი მზის სხივის კოცნა მზისადმი თაყვანების გამოსახატავად (გ. არაბული). 2. ძველად ფართოდ გავრცელებული რიტუალის აღსრულება - საკუთარი ხელის ზურგის კოცნა ამომავალი მზის თაყვანების ნიშნად.
თუ შენთან ვიქნები.
ტანჯვის გამომხატველი შორისდებულია.
რომ მოგშორდები.
713
ვა თუ გავიჭრა, გაჭრილსა სადათ, გლახ, დამწვავს სამ ალი!
გული ძეს საგნად ისრისა, მესრვის საკრავად სამალი;
დრო სიცოცხლისა ჩემისა დღესითგან ჩანს ნასამალი;
მალვა მწადს, მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი!
ვაი, თუ.
გავვარდე; სიყვარულისგან გაშმაგებულმა, ველად ვიხეტიალო.
სადმე.
საიდან. ტაეპის აზრია: თუ გავიჭრები, საიდან სად დამწვავს შენი სიყვარულის ალი.
დევს.
სამიზნედ.
მესვრის.
მალ-მალე მსროლელი. ან: მოხვედრების, კვრის მოსწრაფე. სამალი შესაძლოა გავიგოთ როგორც მშვილდის ლარი (ალ. ჭინჭარაული).
მესამედზე დამდგარი, შემცირებული.
მაგრამ.
გადავიდა, წავიდა.
დრო.
ტანჯვა.
714
მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ჰბრძანე;
ვარდსა ქაცვი მოაპოვნებს, ეკალთამცა რად ვეფხანე!
მაგრა, მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე,
სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე!”
გავიგონე.
ნათქვამი.
გავიგე, მივხვდი.
ეკალი.
მოიპოვებს.
ეკლებს რატომ ვეფხანებოდი? (იგულისხმება: ტარიელის საძებრად წასული რატომ ვიტანჯებოდი?)
მაგრამ.
სულ, სავსებით.
რამე.
გამატანე.
715
ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული, სიკეთისა ხელის მხდელი,
მზესა ასრე ეუბნების, ვით გაზრდილსა ამო მზრდელი;
ქალმან მისცა მარგალიტი, სრულ-ქმნა მისი საწადელი.
ღმერთმან ქმნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი!
ტკბილად მოსაუბრე.
სარგებლობა.
შეასრულა.
სამუდამოდ გაუხდეს.
ეს.
ახლანდელი.
716
რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს,
ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს,
მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ-მჭვრეტსა ავაგლახიოს!
ვა მოყვარისა გაყრილსა, ახი ოს ეყოს, ახი ოს!
გიშერი შავი თმისა და წვერულვაშის აღმნიშვნელი მეტაფორაა, ბროლი - თეთრი სახისკანისა, ლალი - წითელი ბაგისა.
შეახოს.
კვიპაროსი.
ხედ ამყოფოს, ხედ გაზარდოს, გაახაროს.
მნახველს, შემხედველს.
აჩივლოს, დააღონოს.
აქ: სატრფოს.
როცა.
ექმნას. აქ: ეთქვას, ეძახოს.
717
მათ მიჰხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა,
ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა,
მზე ტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტის-მეტითა,
იტყვის: “ვერ გაძღა სოფელი, ვა, სისხლთა ჩემთა ხვრეტითა!”
ჰხვდათ, ერგოთ.
განშორებული.
მიდის.
რეტდასხმული, თავის თავზე კონტროლდაკარგული.
ლაპარაკია თინათინზე.
ზღვაზე უფრო უხვით, ზღვაზე უმეტესით.
ამბობს.
საწუთრო, წუთისოფელი.
ხვრეპით, სმით.
718
ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს,
რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფრდილებს;
რა ღრუბელი მიეფაროს, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს,
მის მოყვრისა მოშორვება კვლა აბინდებს, არ ადილებს.
ამიტომ, ამისათვის.
ცემით ხორცს ილურჯებს.
რომ.
აუბედურებს, ასაწყლებს.
როცა.
სატრფოს.
719
სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად;
იტყვის: “მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად!
მიკვირს, თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად!
ვირე ვნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად.
(ცრემლი ღაწვს) ღარავდა.
ამბობს.
კმარა.
აღიარება, მიჩნევა, ცნობა.
აღარაფრად.
თავისად მისაჩნევად. ტაეპის აზრია: რადგან ასე გავუბედურდი, მზეს ჩემად ვეღარ მივიჩნევ, მზე ჩემთვის აღარ ნათობს, მზეში (იგულისხმება: სიცოცხლეში, სიხარულში) წილი აღარ მიდევს.
დადაღა.
აქ: როგორ.
ვიდრე.
წუთისოფელო, სიცოცხლეო.
მინდიხარ.
720
ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრგო, მომრწყო, მახია,
დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია,
დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა, მახია,
აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!”
ვინც.
სამოთხის ბაღი.
ხედ გამზარდა, გამახარა.
დანას დამაგო, დამახია.
ჩაუქრობელს.
პოეტური ლიცენციაა. ნიშნავს: “მახეა”. იგულისხმება: ეს წუთისოფლის დაგებული მახეა.
ახლაღა.
შევიტყე, მივხვდი.
მოჩმახული, აბსურდი.
721
ამას მოსთქვამს, ცრემლსა აფრქვევს, ათრთოლებს და აწანწარებს,
გულ-ამოსკვნით, ოხვრა-სულთქმით მიხრის ტანსა, მიაწარებს.
საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს;
ვა, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს, აზეწარებს!
აწანწკარებს.
სულის მოთქმა, ოხვრა.
ზმნა, ნაწარმოები ზმნისწინისაგან “წარ”. ნიშნავს: მიაქვს (ტანი), მიდის.
სიახლოვეს.
ბოლოს.
722
ყმა მივიდა, საწოლს დაჯდა, ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების,
მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა, არ მოსწყდების;
ვით მწვანვილსა თრთვილისაგან, პირსა ფერი მოაკლდების;
ხედავთ, ვარდსა უმზეობა რაგვარ ადრე დააჩნდების!
მოყმე (ავთანდილი).
საძინებელ ოთახში.
გონებას კარგავს, გული მისდის.
მაგრამ.
ფიქრით.
სწყდება, ჰშორდება.
აკლდება.
მალე, სწრაფად.
723
“გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,
გული — ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი,
გული — ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი!
ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!”
დაწყევლილია.
დროდადრო, ხან …ხან.
მომთმენი. ტაეპის აზრია: კაცის გული ცვალებადია, იგი ყოველ ჭირს ითმენს და ლხინს, სიხარულს ეძებს.
წინააღმდეგობის გამწევი, არდამჯერი.
განყენებული აზროვნება სამყაროს პირველსაწყისებზე, მორალზე და ა.შ. ფილოსოფიური ტერმინია, ბერძნული “თეორია”–ს თარგმანი.
აქ: ამწონ–დამწონი.
იმორჩილებს, მასზე ბატონობს.
ვერც.
ვინმე, რამე. ტაეპის აზრია: ადამიანის გულს ვერავინ და ვერაფერი ვერ იმორჩილებს, თვით სიკვდილის შიშიც კი.
724
რა გულსა უთხრნა გულისა სიტყვანი საგულისონი,
მან მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი,
მის მზისა მკლავსა ნაბამნი, მათ კბილთა შესატყვისონი,
პირსა დაიდვა, აკოცა, ცრემლი სდის, ვითა ბისონი.
რომ უთხრა. აქ: რომ გაუმხილა.
გრძნობები.
ჯავრიანი; გულმოსული ან გულის მოსასვლელი. ტაეპის აზრია: გულს რომ სამდურავი უთხრა, თავისი ჯავრი და წყრომა რომ გაუმხილა.
აიღო.
იმ მზის (თინათინის).
მოყვარული.
სიყვარულის მანიშნებელნი, სიყვარულით ნაჩუქარნი.
შესადარნი.
სამოთხიდან გამოსული მდინარის სახელია.
725
რა გათენდა, კაცი მოვა მომკითხავი, დარბაზს მხმობი.
ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, ნაღვიძები, ძილ-ნაკრთობი.
ერთმანერთსა ეჯარვიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი;
მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოემზადა დაბდაბ-ნობი.
მოდის.
კარზე, სასახლეში.
უძილარი, ძილგატეხილი.
ერთმანეთზე მიჯრილან, ერთიმეორეს ავიწროებენ (რომ ავთანდილი დაინახონ).
ერთიმეორის დამსწრობი. როსტევანის კარისკაცები ავთანდილის დანახვას ისწრაფვიან.
მინდორში გასასვლელად იკაზმებოდა.
დოლ-საყვირი.
726
მეფე შეჯდა, მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა!
ქოს-დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა,
მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა მიდამოდ-ა;
მას დღე მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა!
ზეიმი, გამოცოცხლება, აყალ-მაყალი.
ახლა როგორ ვიტყოდით? როგორ შეგვეძლო ამის თქმა?
დოლთა.
აბნელებდნენ.
რბენა.
მიდამოზეა. აზრი შემდეგია: მთელ მიდამოზე ძაღლთა სირბილია, ძაღლები მრავლად ჰყავთ.
იმ დღეს.
727
ინადირეს, შემოიქცეს მხიარულნი, მინდორს რულნი,
შეიტანნეს დიდებულნი, თავადნი და სპანი სრულნი,
დაჯდა, დაჰხვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი,
ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს რულნი!
დაბრუნდნენ.
ნავალნი, ნასიარულევნი.
თან შეიყოლეს.
მეთაურები.
მთელი ჯარი, ყველა მეომარი.
დაჰხვდა.
სასახლეს რომ ეკადრება, ისეთი სასახლე. (სრა - სასახლე. სრული “სრა”–სგან ნაწარმოები ზედსართავია). შესაძლოა სხვა გაგებაც: მთელი (“სრული”) სასახლე.
აძლევს.
სიმებიანი საკრავია.
იყვნენ.
როგორნი.
728
ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა,
ბაგეთათ გასჭვირს ბროლ-ლალი, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა.
ახლოს სხდეს ღირსნი, ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა,
უტარიელოდ ხსენება არვისგან იკადრებოდა.
მოყმე. ლაპარაკია ავთანდილზე.
ეკითხებოდა.
ელაპარაკებოდა.
ბაგეებიდან ანათებს. ბროლი აქ თეთრი კბილების აღმნიშვნელი მეტაფორაა, ლალი - წითელი ტუჩებისა.
კბილებიდან.
1. ელვა, 2. სხივი.
მისი კბილები სხივებს ისროდა.
ისხდნენ.
ისმენდნენ.
იჯრებოდა, ახლო-ახლო იდგა.
თქმა, ლაპარაკი.
გაბედვა. ტაეპის აზრია: ვერვინ ბედავდა რაიმეს თქმას ისე, რომ ტარიელი არ ეხსენებინა.
729
ყმამან რაცა არვის უთხრის, კითხვად ვინმცა გამოჰპირდა?!
მართალ-ა თუ საუბარსა აძვირებდა, ძვირად ღირდა.
სმა გარდახდა, გაიყარნეს, ყმა წავიდა, მი-ცა-სჭირდა,
ვერღა გასძლო, გული მისი აუჩუქდა, აუტირდა.
ვინ გაუბედავდა კითხვას?
მართალია.
დამთავრდა.
დაიშალნენ.
გაუჭირდა (ტანჯვის გაძლება). ნაწილაკი -ცა ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
აუჩუყდა.
730
ყმა მივიდა გულ-მოკლული, ცრემლი ველთა მოედინა,
მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა,
ზოგჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა!
რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა!
მიმოუდიოდა (თვალწინ), ელანდებოდა.
ადგებოდა ხოლმე.
დაჯდებოდა ხოლმე.
გახელებულს როგორ დაეძინებოდა?
რაიმე, რომელიმე.
ვედრება, სათხოვარი.
მოთმინების.
ვის მოუსმენს? ტაეპის აზრია: გული მოთმინების თხოვნას არ ისმენს.
731
წევს, იტყვის: “გულსა სალხინო რამცაღა დავუსახეო?
მოგშორდი, ედემს ნაზარდო ტანო ლერწამო და ხეო,
შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ-მჭვრეტთა სავაგლახეო,
ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ, ნეტარმცა სიზმრად გნახეო!”
ამბობს.
რაღა დავუსახო? რაღა ვუჩვენო?
მნახველთა.
სიხარულო.
ვაების, მწუხარების მომცემო.
ნეტა სიზმრად გნახოო!
732
ამას მოსთქმიდის ტირილით, ცრემლისა დასაღვაროთა,
კვლა გულსა ეტყვის: “დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა!
არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოვუგვაროთა?
თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა!”
მოთქვამდა.
ცრემლის საღვრელ ამბებს.
შემდეგ.
მოთმინება.
ემგვანება.
(თუ) არ მოვითმენთ.
მივიღოთ, შევეგუოთ, დავეთანხმოთ.
733
კვლა იტყვის: “გულო, რასდენცა გაქვს სიკვდილისა წადება,
სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება,
მაგრა დამალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება,
ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!”
კიდევ.
ამბობს.
რამდენიც, რამდენადაც კი. აქ: თუმცა.
სურვილი, წადილი.
მაგრამ.
არ გეტყობოდეს, რომ ისევ ცეცხლი გედება (იგულისხმება: რომ სიყვარულს შეუპყრიხარ).
არ უხდება, ცუდად ახასიათებს.