AVT'HANDIL'S PRAYER AND HIS FLIGHT
			
			 
				
					819  
					
						ილოცავს , იტყვის : “მაღალო , ღმერთო ხმელთა  და ცათაო, ზოგჯერ მომცემო პატიჟთა , ზოგჯერ კეთილთა  მზათაო,უცნაურო  და უთქმელო , უფალო  უფლება თაო, მომეც დათმობა  სურვილთა , მფლობელო  გულისთქმა თაო!ლოცულობს.
ამბობს.
ღმერთო.
ხმელეთისა.
	პატიჟი - ტანჯვა.
	აქ: ამქვეყნიური სიკეთე: ბედნიერება, სიმდიდრე, ჯანმრთელობა და ა. შ.
მზა სიკეთეთა. აზრი, როგორც ჩანს, შემდეგია: ღმერთი ადამიანს აძლევს ზოგჯერ მზამზარეულ, დაუმსახურებელ ბედნიერებასაც კი, რომელსაც მოხმარებაღა სჭირდება, და არა მხოლოდ ტანჯვას.
შეუცნობელო.
გამოუთქმელო.
პატრონო, მთავარო, ხელმწიფეო.
ხელმწიფობა, მთავრობა, საბრძანებელი. უფალო უფლებათაო. იგულისხმება: ზეციურ ხელმწიფეთა ხელმწიფევ, ზეციურ მთავრობათა მთავარო. “უფლებანი” ანგელოზთა ერთ-ერთი თანრიგია.
მოთმენა.
სურვილების, ვნებების, სწრაფვების.
წარმმართველო, ბატონო, განმგებელო.
გრძნობა, ვნებათაღელვა.
 					 	
				 
			 
				
					820  
					
						“ღმერთო, ღმერთო, გეაჯები , რომელი  ჰფლობ  ქვენათ ზესა ! შენ დაჰბადე  მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა; მე სოფელმან  მომაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა ; ნუ ამოჰფხვრი  სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!გევედრები.
რომელიც, ვინც.
აქ: პატრონობ, ხელმწიფობ.
(ყოველივე) ქვემოდან ზეითამდე, ქვესკნელიდან უმაღლეს ცამდე.
შეჰქმენი, გააჩინე.
წუთისოფელმა, ცხოვრებამ.
ჩემს საუკეთესო მზეს (იგულისხმება თინათინი).
ამოთხრი, ამოძირკვავ, ფესვიანად ამოიღებ. მისგან ჩემთვის დანათესსა. შესაძლოა ორგვარი გაგება: 1. თინათინისგან ჩემ გულში დათესილს, 2. თინათინისგან თავის გულში დათესილს (ჩემდამი).
 					 	
				 
			 
				
					821  
					
						“ღმერთო, ღმერთო მოწყალეო, არვინ მივის  შენგან კიდე , შენგან ვითხოვ  შეწევნასა , რაზომსაცა გზასა ვვლიდე :მტერთა ძლევა , ზღვათა ღელვა, ღამით მავნე  განმარიდე !თუღა დავრჩე , გმსახურებდე , შენდა მსხვრეპლსა შევწირვიდე ”.მყავს.
შენს გარდა, შენს იქით.
ვთხოულობ.
შველას, შემწეობას.
რამდენ გზაზეც ვივლი, რომელ გზაზეც უნდა მივდიოდე, რა გზაც უნდა გავიარო.
პოეტური ლიცენციაა. ნიშნავს: “მტერთაგან ძლევა”, მტრებისაგან დამარცხება. შესაძლოა სხვა გაგებაც: ძლევა - ძლიერება, ძალა.
ეშმაკი, ბოროტი სული.
მომაცილე, მომარიდე.
თუ ცოცხალი ვიქნები.
გემსახურები.
	შენ მსხვერპლს შეგწირავ ხოლმე (იგულისხმება ე.წ. “უსისხლო მსხვერპლის შეწირვა” ანუ ლოცვა).
 					 	
				 
			 
				
					822  
					
						რა ილოცა , ცხენსა შეჯდა, მალვით  კარნი  გაიარნა, შერმადინცა დააბრუნვა , საბრალომან ცრემლნი ღვარნა; მონა ტირს და მკერდსა იცემს, სისხლმან მისმან კლდენი ღარნა ; პატრონისა ვერა-მჭვრეტმან  ყმამან რამცა გაიხარნა !რომ ილოცა.
ფარულად.
იგულისხმება: ქალაქის შემკვრელი გალავნის კარი.
დააბრუნა.
ღარა.
ვერმხედველმა.
რას გაიხარებს? როგორ გაიხაროს!